დეკემბერში სასტუმროების ფასები 15%-ით გაიზარდა – PMC

დეკემბერში სასტუმროების ფასები 15%-ით გაიზარდა – PMC

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 167 ლარი იყო, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 275 ლარი.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, დეკემბერში მათი საშუალო ფასი 122 ლარი იყო. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი 456 ლარი შეადგინა.

სასტუმროების ფასების ინდექსი დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, 5.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).

 

3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…